“მეიქერს ქოვორქინგი” კომფორტული საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც ყველაფერია თქვენი მაქსიმალური პროდუქტიულობისა და კონცენტრაციისთვის. მეტი სიმყუდროვისა და სიმშვიდისთვის, სივრცე დაყოფილია ოპტიმალური ზომის ქვესივრცეებად, რაც როგორც სამუშაოდ, ასევე განსატვირთად საუკეთესო გარემოს ქმნის.
თუკი თქვენ გიყვართ მუშაობა საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, “მეიქერსი” ამისათვის საუკეთესო ადგილია. თქვენ განკარგულებაშია: ტექნიკურად სრულად აღჭურვილი საკონფერენციო ოთახი, მყუდრო სამზარეულო და გეიმრუმი, სადაც PS4 და Xbox დაგხვდებათ.
“მეიქერსი” დინამო სტადიონის შიდა, დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, აქვს მუდმივად თავისუფალი საავტომობილო, ველო და მოტო საპარკინგე ადგილები. დაივიწყეთ სხვადასხვა დისკომფორტით გამოწვეული სტრესი – აქ ყველა პირობაა შექმნილი თქვენი ეფექტური მუშაობისთვის.