როგორ შევარჩიოთ სწორი E-commerce პლატფორმა ონლაინ გაყიდვებისათვის

ონლაინ გაყიდვების მთავარი ინსტრუმენტი თქვენი ვებსაიტი და შესაძლოა მასთან ინტეგრირებული მობილური აპლიკაციები ან უბრალოდ საიტის მობილური ვერსიაა.

ბაზარზე ბევრი უფასო (Open Source) და ფასიანი E-commerce პლატფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფუნქცია ონლაინ გაყიდვებია, ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის სწორად არჩევა, რომელიც გამოყენებული იქნება თქვენი ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტისათვის. 

არჩევანისას მთავარი პრონციპია, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოგიწიოთ ტანკით ბეღურაზე ან საფანტით სპილოზე ნადირობა.

პლატფორმები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: 

  1. ე.წ. SaaS (Software as a Service) პლატფორმები.
  2. მაგალითად: Shopify, Wix;
  3. Self Hosted Open Source (ღია კოდის) პლატფორმები.
  4. მაგალითად: WooCommerce, Magento, OsCommerce, OpenCart და ა.შ.

ამ ორს შორის ძირითადი და ფუნდამენტური განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ SaaS პლატფორმის შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ წვდომა საიტის პროგრამულ კოდზე. ის ყველა თქვენნაირი კლიენტისათვის ერთნაირია და შეზღუდული ხართ იმ ფუნქციონალით რომელსაც გთავაზობთ მომწოდებელი. რაიმე თუნდაც ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვნაი არასტანდარტული ფუნქციონალის დამატება შეუძებელია. შეზღუდული ხართ თქვენთვის სასურველი გადახდის, განვადებისა, საკურიერო სერვისებისა და საწყობის პროგრამის ინტეგრაციაში.

ფინანსური თვალსაზრისით SaaS სისტემების ფასი თვეში 30-დან 300 დოლარამდე მერყეობს. თუმცა რაც მეტად განვითარდებით, მეტი თანამშრომელი და მეტი შეკვეთა გექნებათ, მით მეტის სააბონენტო გადასახადი მოგიწევთ, ხოლო ფუნქციონალში კვლავ შეზღუდული დარჩებით.

შესაბამისად მიკრობიზნესის მფლობელებისათვის SaaS განვითარების საწყის ეტაპზე შესაძლოა მისაღები ვარიანტი იყოს.. კონკრეტულად თუ რომელ SaaS-ს შეარჩევთ (Shopify, Wix თუ რომელიმე სხვას) ეს გემოვნების და თქვენთქვის საჭირო ფუნქციონალის ამბავია.

Self Hosted პლატფორმის მთავარი უპირატესობაა, რომ საიტის პროგრამული კოდი მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. თვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ათასობით სხვადასხვა დეველოპერის მიერ შექმნილი ე.წ. ჩანართები (Plugins) და თემები (Themes) მისი ფუნქციონალისა და დიზაინის გასაფართოებლად და დასახვეწად. ასევე შეგიძიათ დეველოპერის დახმარებით შემნათ თქვენი ფუნქციონალი და დიზაინი თქვენი კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად. ერთი სიტყვით შეზღუდული ხართ მხოლოდ საკუთრი ფანტაზიით.

Self Hosted პლატფორმებში საკმაოდ დიდი არჩევანია. მნიშვნელოვანია თავიდანვე განისაზღვროს რა არის ამოცანა და რა მასშტაბებზე გასვლა და რა დონის არასტანდარტული ფუნქციონალის საჭიროება იქნება. მნიშვნელოვანია რამდენად ბევრია ბაზარზე აღნიშნული პლატფორმის სპეციალისტი. 

Self Hosted პლატფორმებში ყველა ოფიციალური სტატისტიკით პოპულარობით უპირობო ლიდერი WooCommerce-ია, რომელიც თავად წარმოადგენს ასევე ყველაზე პოპულარული CMS-ის (კონტენტის მართვის სისტემა) WordPress-ის ჩანართს (Plugin). ამ პოპულარობას განაპირობებს მისი მოხმარების სიმარტივე, დეველოპერების დიდი რაოდენობა და რაც მთავარია ჩანართების (Plugins) და თემების (Themes) უაღრესად დიდი არჩევანი. მათ შორის დიდი არჩევანი ქართულ სერვისებთან ინტეგრაციის ჩანართებისა როგორიცაა: ქართულ ბანკებითან ინტეგრაცია, ცნობილ სასაწყობე პროგრამებთან ინტეგრაცია, საკურიერო სერვისებთან ინტეგრაცია და ა.შ. მარტივია WooCommerce-თან ინტეგრირებული მობილური აპლიკაციის შექმნა როგორც Android ასე Apple დივაისებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩანართებით დატვირთული WooCommerce ონლაინ მაღაზია საკმაოდ მომთხოვნია სერვერული რესურსის მიმართ და მისი ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობა სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

ერთი სიტყვით, კორექტულად აწყობილი და სწორ სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული WooCommerce საიტი კარგი გადაწყვეტაა როგორც საშუალო, ასევე საკმაოდ დიდი ბიზნესისათვის.

სხვა Self Hosted პლატფორმები მეტნაკლებად ერთნაირი პოპულარობით სარგებლობენ. ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან:

  • Magento
  • OpenCart
  • PrestaShop

თვითოეულ მათგანს თავისი უპირატესობები და მინუსები აქვს. 

მაგალითად Magento დიდი ბიზნესისათვის საკმაოდ მოქნილი და ოპტიმიზებული პლატფორმაა. ამ პლატფორმის მეშვეობით დეველოპმენტი, მეინთენანსი და არასტანდარტული ფუნქციონალის დამატება შედარებით ძვირია. Magento-ს გამოყენება გამართლებული იმ შემთხვევაში თუ პროექტზე კომპანიაში შიგნით ან OutSource-ზე საკმაოდ გამოცდილი დეველოპმენტ თიმი მუშაობს. თუ ბევრი გაყიდვა არ გაქვთ, Magento-ს მეინთენანსის ხარჯი შეჭამს თვენი ონლაინ გაყიდვების მარჟას, თუმცა Magento-ს სწორი და პროფესიონალური გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ იქონიოთ მაღალი კლასისა, მაღალი საიმედოობისა და მაღალი წარმადობის პროფესიონალური ონლაინ მაღაზია Usability-ს ყველანაირი სტანდარტის დაცვით, რომელიც თავისმხრივ ონლაინ გაყიდვების ხარისხს მნიშვნელოვნად გაგიზრდით.

OpenCart-ის ზირითადი ბირთვი უფასოა, საკმაოდ მსუბუქია და მცირე დატვირთვა აქვს სერვერულ ინფრატრუქტურაზე, თუმცა მზა ჩანართების (Plugins) რაოდენობით WooCommerce-ს ვერ მიუახლოვდება. სპეციალურად თქვენთვის ჩანართების დეველოპმენტი კი ძვირი სიამოვნებაა.

PrestaShop-ის ბირთვიც უფასოა, თუმცა აქაც ქართულ სერვისებთან ინტეგრაციის ჩანართების ნაკლებობაა და ზოგადად არსებული ჩანართების მაღალი ფასი მის მიმზიდველობას ჩვენს რეალობაში ამცირებს.

პერსონალური კონსულტაციის გასავლელად შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ სესია პლატფორმიდან Consultida შემდეგი ბმულით:

https://consultida.com/consultants/1?lang=ka